logo_geo
გიგი უგულავას კვალი „ცენტრ-პოინტის“ გაკოტრების თაღლითურ სქემაში
- +

29 მარტი. 2017. 22:36



„ცენტრ პოინტის" კრიზისი იმ მაქინაციური სქემის შედეგია, რომლის სათავეში მაღალჩინოსნები იდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაა.


თბილისის მერს გიგი უგულავას, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ასევე, კახა ბენდუქიძეს და ნაცმოძრაობის სხვა მაღალჩინოსნებსაც სამშენებლო ბიზნესში ინტერესები ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში ეს ინტერესები იკვეთებოდა და ინტერესთა კონფლიქტიც იქმნებოდა, რასაც ნაციონალებისთვის მიუღებელი ბიზნესმენების დაჭერა-დაპატიმრება და მათი წილების გადაფორმება ახლდა.


2013 წლის მდგომარეობით, თბილისის მერიის ის მაღალჩინოსნები უკვე დაპატიმრებულები იყვნენ, რომლებმაც „თბილისის განვითარების ფონდის" თანხები გაფლანგეს. კითხვაზე „ცენტრ პოინტის" სკანდალი ამ თემის გაგრძელება ხომ არ იყო, რათა გამოძიება თმილისის მერზე, გიგი უგულავაზე გასულიყო ანუ კომპანიას უგულავა ხომ არ ებრძოდა, მაია რჩეულიშვილმა უპასუხა:



„ბევრ რამეზე მაქვს ეჭვი, მაგრამ ალბათ, უფრო შურდათ ჩემი, რადგან ცარიელი ხელებით ვაშინებდი, ჩანს, ფიქრობდნენ, რომ თავად უკეთ ააშენებდნენ. საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთი სათავისკენ მიდის. თბილისში, აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაცია უგულავას წარმატებული პროექტი გამოდგა. ჩანს, მადა გაეხსნა და საერთოდ, დეველოპმენტი მოუნდა! არავითარი მტკიცებულება არ გამაჩნია, მხოლოდ ის ვიცი, რომ საბანაძე და კილაურიძე გარიგდნენ. ვიცი, რომ სააკაძის ქუჩის კორპუსი დამინგრიეს, თელავის „ინტურისტი" გაყიდეს, ფოთის პროექტი გადამიგდეს, ლაგოდეხის პროექტი დამიკარგეს", - განაცხადა 2013 წელს მაია რჩეულიშვილმა.


2014 წლის გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში კი ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს, რომ:


„საქართველოს ეკონომიკა თავდაცვის ექსმინისტრის დაჯგუფებამ ჩაიგდო ხელში და დღემდე უცნობია, სად გაიტანეს ეს ფული. ექსმინისტრის დაჯგუფებაში დავით კეზერაშვილსაც და გიგი უგულავასაც ვგულისხმობ, რომლებიც ფინასნურად დღესაც კი მართავენ ქართული ეკონომიკის დიდ ნაწილს. საიდან უნდა ამოვიღო 100 მილიონი ლარი, რომელიც მერობის დროს „დექსუსის" პირობებში დავკარგეთთ? „დექსუსისგან" ამ თანხას ვერ ამოვიღებ, რადგან 1 500 000 დოლარის კაპიტალი აქვს, დანარჩენი საიდან უნდა მოვიტანო? მართალია „დექსუსს" უშუალოდ უგულავა მართავდა, მაგრამ ინსტიტუციონალურად ამაში თბილისის მერია უნდა დავადანაშაულოთ და არა პერსონალურად უგულავა. სად ვდიო უგულავას ქონებას ან ვინ დაითვლის", - ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი.


2013-2016 წლებში, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნეს, რომ „ცენტრ პოინტი" თბილისის ექს-მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, კომპანიის მენეჯმენტში „დექსუსის" შესვლის გამო გაკოტრდა.


მაია რჩეულისშვილის ადვოკატის მარიამ ცუცქირიძის განცხადებით:


„გიგი უგულავა, ამ საქმეზე მოწმის სტატუსით არასდროს დაკითხულა! უკავშირდება თუ არა „ცენტრ პოინტის" გაკოტრება უგულავას, ამას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც ვუარყოფ, თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ „დექსუსის" შემოსვლა კომპანიის მენეჯმენტში, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების ინტერესი არ ყოფილა! „დექსუსის" წინააღმდეგ, დაახლოებით, ათამდე საჩივარი მაინც გვაქვს შეტანილი პროკურატურაში, ვწედით რომ „დექსუსმა" ვალდებულებები არ შეუასრულა, პირიქით, ქონება გაფლანგა და „ცენტრ პონტი" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო", - აცხადებს მარიამ ცუცქირიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი