logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ გვაქვს საქმე პირთან, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც მოესპო და მძევლებიც მოეკლა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 01:36

 

 

„საზოგადოებას აინტერესებს დევნის ოპერაცია მიმდინარეობს, თუ არა და აქვთ შიში - ხვალ იგივე ხომ არ განმეორდება?! მინდა საზოგადოებას ვუთხრა: ჩვენ გვაქვს საქმე პირთან, რომელიც მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც მოესპო და მძევლებიც მოეკლა იმ მიზნისთვის, რაც მან დაგეგმა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

 

„დაგეგმილი აქვს ყველაფერი, წამსვლელია სიკვდილზე. მისი მიზანია, (რომელიც მისი მოქმედებებიდან ჩანს), ბიოლოგიური მასალაც არ დატოვოს. მას აქვს მიზანი და განცდა, რომ ის ფულს ისე წაიღებს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. მას გამიზნული აქვს, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს და არის თავზეხელაღებული. როგორც კი მისი იდენტიფიცირება საჯაროდ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პირი მიხვდება, რომ ის კუთხეშია მოქცეული და რამდენადაც მისი ქმედებები იყო მაღალი ხიფათის მატარებელი, ის შეიძლება თავზეხელაღებული გახდეს და სხვა დანაშაულზე წავიდეს. ამიტომ მე, მედიას და საზოგადოებას მივმართავ, ვუხსნი, რომ ამ ინფორმაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს და ამ სტრუქტურამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ზოგიერთ ტელევიზიას რა ფანტაზიაც მოუვა. ყველა მიმართულებით უკვე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე კვალზე გავლენ, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ მეორე რისკი არ წარმოიქმნას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი