logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-ინფიცირების საგანგაშო ნიშნებს აღწერს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 16:51

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კოვიდვირუსის დროს, თუ ადამიანს თანმხლები ქრონიკული დაავადება არ აქვს შეუძლია სახლში მშვიდად იმკურნალოს.

 

კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გადავიდეს ინფიცირებული სტაციონარში.

 

„საშიშროება ერთადერთი არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება მჯდომარე პოზიციაში, როდესაც არ იტვირთება, თუ გულმკერდის არეში იგრძნო  რაიმე ტკივილის ან მოჭერის მსგავსი შეგრძნება, ან ოჯახის სხვა წევრმა შეამჩნია, რომ უჩვეულო სიფერმკრთალე აქვს, ან სილურჯე აქვს ტუჩების ირგვლივ, ასევე ცნობიერების დაბინდებას თუ გრძნობს, ეს არის ის ნიშნები, რომლის ფონზეც ნებისმიერი კოვიდ-დაავადებული ადამიანი მიმართავს ექიმს ან გადადიას აუცილებლად სტაციონარში“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი