logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: გიგი უგულავას თავისი პოპულისტური სიტყვები დარჩება არჩევნების შემდეგ ცარიელ პოლიტიკურ ველზე
- +

23 ოქტომბერი. 2020. 18:41

 

 

„პოპულისტი უგულავას განცხადება სამარცხვინო და სასაცილოა იმიტომ, რომ რასაც ამბობს, რომ შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს ჯაჭვითი რეაქცია, არის მისი სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს დაძაბული სიტუაცია და მოსახლეობას ჰქონდეს დაუცველობის განცდა“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას,  რომ „თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს მსგავსი ქმედებების წახალისებაა“.

 

მისი თქმით,  უგულავას სურს, რომ მოსახლეობას დაუცველობის განცდა გაუჩნდეს.

 

„ჯერ ერთი, ამ პირს დავაკავებთ და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ნუ ჩქარობს და ნუ აქვს იმის იმედები, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუცველობის განცდა დაეუფლება. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი უსაფრთოების სისტემა, მათ შორის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, ამიტომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება იმოქმედებს ადეკვატურად.

 

პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ვერც ერთი დამნაშავე მართლმსაჯულებას ვერ დაემალება. გიგი უგულავას თავისი პოპულისტური სიტყვები დარჩება არჩევნების შემდეგ ცარიელ პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი