logo_geo
თამარ გაბუნია: ქვეყანაში 17 ათასი საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ყველას კოვიდისთვის ვერ გამოვიყენებთ
- +

26 ოქტომბერი. 2020. 17:31

 

 

„ქვეყანაში 17 ათასი საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ყველას კოვიდისთვის ვერ გამოვიყენებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პოსტივის“- ის ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ ვვარაუდობთ რომ კოვიდის მიზნებისთვის დღეს მობილიზებულ 4 ათასამდე საწოლს შესაძლოა დაემატოს ათასი, ორიათასი, იმისდა მიხედვით თუ რისი საჭიროება იქნება. აქ მთავარია გამოვიყენოთ მიზნობრივად ჰოსპიტალური სექტორი და მივმართოთ სხვა საშუალებებს.

 

საავადმყოფოში უნდა მოხვდნენ მხოლოდ მძიმე პაციენტები. მძიმე პაციენტი არ არის 10 პროცენტზე მეტი იმ შემთხვევებისა, რომელიც ჩვენ გვექნება ყოველდღიურად და კრიტიკული პაციენტი არ იქნება ერთ პროცენტზე მეტი. ამ გათვლებიდან გამომდინარე ის რესურსი, რომელიც ჩვენ ჰოსპიტალში გვაქვს, მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად უპასუხებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც დადგება მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვისთვის, სხვა დანარჩენი იმართება ჰოსპიტალს გარეთ. ეს არის ბინა და სასტუმრო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი