logo_geo
ვალერიან გორგილაძე: სააკაშვილის გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დღითი დღე სუსტდება
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:04



ექსპერტი ვალერიან გორგილაძე „საქართველოს რესპუბლიკასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე" დღითი დღე სუსტდება. მისივე თქმით, მოსალოდნელია დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფილ გუნდს შორის. აღნიშნულ განცხადებას გაზეთი „ასავალ-დასავალი" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" აქვეყნებს.



„სააკაშვილის გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე" დღითი დღე სუსტდება. რამდენიმე დღის წინათ პარტიის ბირთვის წევრების მიერ სოციალურ ქსელში იყო მძაფრი საჯარო დისკუსია, შეტევები იყო სააკაშვილის მისამართით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებული წინააღმდეგობები აშკარად იჩენს თავს და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ასეთ გამძაფრებულ შეჯახებას ამ ორ ჯგუფს შორის", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი