logo_geo
რეზო ამაშუკელი დავით გარეჯის საქმეზე: ამდენი მოთმენა აღარ შეიძლება, დაისაჯოს ყველა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 00:10

 

პოეტმა რეზო ამაშუკელმა გადაცემაში „არენა“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეში დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

 

„აქამდე არ ჰქონდა ქართველ ხალხს უფლება, ვიდრე ეს ზღვარი არ გადაკვეთეს სამუდამოდ, რომ ესენი („ნაციონალური მოძრაობა“) გაესამართლებინათ? ესაა უბედურება, რომ ჩვენ ყოველთვის ენის მოჩლექვით ვლაპარაკობთ.

 

 მათ შეეძლოთ, გაეყიდათ მთელი საქართველო, როგორც გაყიდეს. მე მათ პირველი დღიდან ვებრძოდი. ნოღაიდელი რომ გამოდის და თვალებს აფახულებს... პრემიერ-მინისტრი იყო. რაზე აწერ შენ ხელს?! ყველა დამნაშავეა, თავიდან ბოლომდე.

 

დავით გარეჯი ჩვენი სულიერების, ჩვენი ისტორიის, კულტურის და, რაც მთავარია, მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენი დამკვიდრებაა. ჩემი ყურით მოვისმინე, რა თქვა ორმა ეპისკოპოსმა. ამის პატიება მე არ შემიძლია. ყველამ თავი დაანებოს პრანჭვას. ჯერ საქართველოა, სამშობლო და მერე - ყველაფერი.

 

როგორც რუის ურბნისი იყო თავის დროზე, უნდა განიწმინდოს. მრევლი გაკრეჭს მაგათ საბოლოოდ, ვინც ამას დაიმსახურებს. ამიტომ, არავითარი პატიება არ იქნება. ხალხი არა ხართ, ერთი ადამიანი დამისახელეთ, ხალხი არა ხართ? - საია-ს ვინც გაეკარა, ერთი ადამიანი დამისახელეთ, რომელიც მტერი არაა. ამის მორალური უფლება მაქვს და კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან, 84 წლის კაცი ვარ, მთელი ცხოვრება ამათთან ომს შევალიე, დაისაჯოს ყველა. ყველაფერს საზღვარი აქვს. ამდენი მოთმენა აღარ შეიძლება. ამიტომ, საუბარი როცაა დავით გარეჯზე, ეს კლასტერი, ყველა გამყიდველია. რა, ბიწაძემ არ იცოდა, რა ხდებოდა? ყველამ თავიდან ბოლომდე იცოდა. ამიტომ, თავიდან ბოლომდე, ყველა დასასჯელია. მთელმა საქართველომ იცის, რომ ვის გვერდითაც ვდგავარ, იმის გვერდით ვიდგები ბოლომდე, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ერთი სული მაქვს, რომ, ამ ხნის კაცმა, აქედან ვაგინო ყველას, ვინც ღირსია. ნურავინ დაივიწყეს, რომ მაგათ ყველაფერი გაყიდეს. არავითარი დემოკრატია არ მინდა, თუ ჩემი ქვეყანა არ იქნება. ჩემი სულიერება, ის საყრდენი, რომელზეც მოდიოდა ჩემი ისტორია და რასაც ჩემი მამა-პაპა შეეწირა“ - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი