logo_geo
მამუკა არეშიძე: აჭარა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროა
- +

30 მარტი. 2017. 15:52




ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში მეზობელი ქვეყნებისთვის აჭარის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აჭარით ჩვენი მეზობლები - თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი არიან დაინტერესებული.


„აჭარა ყველაზე მოწყვლადი და რთული რეგიონია. აჭარლები თავს განსაკუთრებულ ქართველებად მიიჩნევენ, რომლებმაც უზარმაზარი ტკივილის მიუხედავად, ქართველობა არ დათმეს და მართლებიც არიან. აჭარა, განსაკუთრებით, ბათუმი სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროა. იმპერიის პერიოდშიც ამ ქალაქში 8 საკონსულო იმიტომ განლაგდა, რომ შავი ზღვის გასაღები და საინტერესო პორტია. დღესაც ბევრი ქვეყნის ინტერესები იკვეთება. აჭარით ყველა ჩვენი მეზობელი  - თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთია დაინტერესებული. ასევე, რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული ყარსის ხელშეკრულებაც არსებობს, რაც პირდაპირ არ გვესადაგება, მაგრამ ეს ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ აჭარაზე პასუხისმგებელია. ახლაც ბათუმში „სუსტი რგოლის" პრინციპით იმოქმედეს, ასეთი რამ თბილისში არ გამოსდით", - ამბობს მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი