logo_geo
პაატა იმნაძე: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 12:10

 

 

„დაცულია ყველა საჭირო წინაპირობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსიმპტომო ადამიანი დაფიქსირდება, გადაცემის რისკი არ იარსებებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „ქრონიკას“ განუცხადა, როდესაც არჩევნების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ისაუბრა.

 

„ყველა საერთაშორისო გამოცდილება, სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები გავითვალისწინეთ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. დაცულია ყველა საჭირო წინაპირობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უსიმპტომო ადამიანი დაფიქსირდება, გადაცემის რისკი არ იარსებებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებზე“, - განუცხადა „ქრონიკას“ პაატა იმნაძემ.

 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

 

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველა საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი