logo_geo
თამარ ივერი: ხმა მივეცი იმ ძალას, სადაც ვხედავ განვითარებას, სტაბილურობას, სიმშვიდეს
- +

31 ოქტომბერი. 2020. 18:01

 

„არჩევანი გავაკეთე ჩემს ოჯახთან ერთად. დიდხანს ველოდი ამ დღეს, - თითქოს გამოცდა ჩავაბარეთ და ეს იყო მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე. ასეთ გადამწყვეტ მომენტში ყველა უნდა ვიგდეთ იქ, სადაც საჭიროა.

 

მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ადვილად გადაიბირებენ. რასაც ვხედავ, რასაც განვიცდი, იქიდან გამომდინარე გავაკეთე დღეს ჩემი არჩევანი“, - განაცხადა ქართველმა სოპრანომ თამარ ივერმა „POSTV“-ის გადაცემა „არჩევნები 2020“-ის ეთერში.

 

„თითოეული ადამიანის არჩევანი ჩვენი გონებისა და სულის ამოძახილია. ქვეყანა რაც არ უნდა კლდის პირას იყოს, როდესაც მეთაური სახელმწიფოს მშვიდი ჰყავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ადამიანიც და ქვეყანაც საკუთარ შეცდომებზე იზრდება, წარმოუდგენელია, ქვეყანა ისე მართო, რომ შეცდომები არ დაუშვა. მე მახსოვს, რომ წინა ხელისუფლება, მთელი 2 წელი, თეატრებს აშანტაჟებდა, - თამარ ივერი არ მიიწვიოთ სამღერადო. მიზანი არის ის, რომ საბოლოოდ ჩაქოლო ეს ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - განაცხადა თამარ ივერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი