logo_geo
მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები ქვეყნის მართვას უკვე მესამედ განდობენ
- +

1 ნოემბერი. 2020. 01:47

 

 

„2020-ის არჩევნებით ქვეყანამ მიიღო გამარჯვება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული, და ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის გამარჯვების შედეგი მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გარანტია გვიჭირავს ხელში ყველა მოქალაქეს, იმისთვის რომ განვაგრძოთ განვითარება, კიდევ უფრო მეტი გამოცდილებით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით“, -  განაცხადა „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია  „იმედის“ ეთერში.

 

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები განდობენ შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართვას უკვე მესამედ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უპირველეს რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი სამშობლოს წინაშე. ამ პასუხისმგებლობას გამართლება უნდა, უკვე ამაზე ვიწყებთ ჩვენ ფიქრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს წინ; პანდემიის წინაშე, ამ გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ჩვენ ეკონომიკა უნდა დავაბრუნოთ ჯერ იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო პანდემიამდელ პერიოდში და შემდეგ განვავითაროთ კიდევ უფრო სწრაფი დინამიკით, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი