logo_geo
გურამ ნიკოლაიშვილი: მოსახლეობამ დღეს დაინახა მთავარი, რომ უმრავლესობა არის „ქართული ოცნებისკენ“
- +

1 ნოემბერი. 2020. 02:22

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერი გამოკითხვით ყველაზე მეტი ხმა აიღო და ბევრად მეტი, ვიდრე მისმა მდევარებმა. ანუ 2 პარტიაც კი ვერ აგროვებს იმდენს, რამდენსაც „ქართული ოცნება“. მოსახლეობამ დღეს დაინახა მთავარი, რომ უმრავლესობა არის „ქართული ოცნებისკენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ პირველად მივიღეთ პარლამენტი, სადაც წინასწარი შედეგებით, 10 პარტია მაინც შევა.

 

„ეს საშუალებას მისცემს პარტიებს დაიწყონ, ზომიერი, თანმიმდევრული საკუთარი პლატფორმის მშენებლობა, თუმცაღა ის, რომ ვიღაცები საუბრობენ მესამე ძალაზე, ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სტაბილურობა“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი