logo_geo
გიორგი ვოლსკი: ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვია, აპირებს ისევ იმ გზით იაროს, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია
- +

1 ნოემბერი. 2020. 22:45

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი უპირატესობის მოპოვება  მოულოდნელი არ არის. ამის შესახებ ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის განცხადებებს არჩევნების შესახებ სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

 

„ამ ყველაფერს უნდა გაცილებით სიღრმისეული ანალიზი გავუკეთოთ - ამერიკის შეფასებებსაც და ევროკავშირსაც. რა საკვირველია, სასაცილოც არის, შეიძლება გავიღიმოთ კიდევაც, მაგრამ იმ კარვის დადგმა პარლამენტთან უკვე არის ცუდი ნიშანი იმისა, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ჰქვია, აპირებს ისევ იმ გზით იაროს, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია, რომელიც ვერც ფაროსნამ მოახერხა, ვერც მათდა სამწუხაროდ რაიმე სანქციებში გადაიზარდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი