logo_geo
კახა კალაძე: იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციურ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩევლებს
- +

1 ნოემბერი. 2020. 23:02

 

„იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციურ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ თავის ამომრჩევლებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ისე, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

 

„ეს ქვეყანა მხოლოდ ხელისუფლების ხომ არ არის, ყველამ უნდა გადავინაწილოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოებამ მოგვანიჭა.

 

თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში, მეორე ტურის შემდეგ პარლამენტი ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. ეს ადამიანები ხალხმა აირჩია, ხელისუფლება არის ხალხის წყარო და უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები და პარტიები დღეს ბოიკოტს აცხადებენ. შეიძლება ხვალ-ზეგ შეცვალონ გადაწყვეტილება, რაც გამიხარდება, რადგან ეს იქნება მათი ამომრჩევლის პატივისცემაც. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა ანდოს ქვეყანა. ნამდვილად მეამაყება, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და პოლიტიკური მრავალფეროვნება მისასალმებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი