logo_geo
გუჯა ლორთქიფანიძე: დასასუფთავებელ ადგილებს შევესევით ყოველ კვირა დღეს!
- +

30 მარტი. 2017. 23:13


 

„მეტი პოზიტივი, ეროს"  შექმნის მიზანი პირველ რიგში იმ ადამიანების დახმარება იყო, რომელთაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. იუმორისტული ვიდეოებით შევძელით, შემოგვეკრიბა ასიათასობით ადამიანი და ამის შემდეგ მაყურებლისთვის შეგვეთავაზებინა ქველმოქმედება და გაგვეხარებინა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მიზანს მივაღწიეთ და ყოველ შაბათს უამრავ ბედნიერ თვალს ვხედავთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გულზე არ ვეხატებით (მიზეზს ვერ ვხვდებით), სამაგიეროდ თქვენს სიყვარულს პირადად მე ყოველდღიურად ვგრძნობ და უდიდეს სტიმულს მაძლევთ'', - Facebook-ზე არსებობს გვერდი სახელად „მეტი პოზიტივი ერო!" და ეს სიტყვები სწორედ ამ გვერდის შემქმნელს, გუჯა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. გვერდს ასსამოცი ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს, გუჯა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებულ იუმორისტულ ვიდეოებს კი - ათასობით მოწონება, კომენტარები, გაზიარება და ასიათასობით მაყურებელი. იუმორისტული სკეტჩების გარდა, გვერდზე ხშირად იდება საქველმოქმედო შინაარსის ვიდეოებიც.

 

ცოტა ხნის წინ ასევე facebook-გვერდზე დაიდო პოსტი, რომელშიც გამოთქმული იყო დაბინძურებული ადგილების დასუფთავების ინიციატივა. „დასასუფთავებელ ადგილებს შევესევით ხოლმე ყოველ კვირა დღეს!" - აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით გუჯა ლორთქიფანიძე გაზეთ „ვერსიას" ესაურა.

 

 

„ამინდის გამოსვლასა და ინვენტარით მომარაგებას ველით. ამჟამად დასუფთავების სამსახურთან გვაქვს მოლაპარაკებები, მოგვამარაგონ უფასო ხელთათმანებით, მანქანებითა თუ ნიჩბებით. ამ მოლაპარაკებების გამო თარიღმა ცოტა გადაიწია, მაგრამ აპრილის შუა რიცხვებიდან აუცილებლად შესრულდება ეს გეგმა. ამ პროცესშიც რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება, მით უკეთესი. ძალიან გამიხარდა, როცა ვნახე, რამხელა გამოხმაურება გამოიწვია ინიციატივამ", - აღნიშნა გუჯა ლორთქიფანიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი