logo_geo
ზურა მანჯავიძე: „ქართული ოცნების“ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება ადამიანია
- +

2 ნოემბერი. 2020. 00:26

 

 

„მთავარი ღირებულება, რისთვის არის ჩემთვის „ქართული ოცნება“ მისაღები, ისაა, რომ მათმა გადადგმულმა ნაბიჯებმა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, იგივე პანდემიის დროს, დაადასტურა, რომ მათთვის მთავარი ღირებულება ადამიანია“, - ამის შესახებ მუსიკოსმა, ზურა მანჯავიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 

„ძალიან ბევრ ნაკლზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მათი ამომავალი წერტილი,ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, არის ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო დაზღვევა გავიხსენოთ, როდესაც ადამიანს არ ეშინია სასწრაფოს გამოძახება. ადამიანს სასწრაფოში დარეკვის ეშინოდა და თავს საავადმყოფოში არ გადააყვანინებდა, თუ არ ჰქონდა პირადი დაზღვევა. სხვა არაფერიც რომ არ გაეკეთებინა ჯანდაცვას, ცე ჰეპატიტისგან ადამიანების განკურნებაც ეყოფათ“, - განაცხადა ზურა მანჯავიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი