logo_geo
რატომ ირჩევს „ქართული ოცნება“ ვიქტორ დოლიძეს - ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება
- +

25 ნოემბერი. 2016. 13:49


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვიქტორ დოლიძის შესახებ აკეთებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ მის კანდიდატურას მხარს მაღალი პროფესიონალიზმის გამო დაუჭერენ.


„ვიქტორ დოლიძეს ვირჩევთ იმის გამო, რომ ის ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს დაეხმაროს ევროპასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

 

ბატონ ვიქტორი საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად გამოდიოდა ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერად. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით და დიდხანს მუშაობდა საგარეო მიმართულებით.  შესაბამისად, თუ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ჩათვალა, რომ ის მის გუნდში უნდა იყოს, მხარს დავუჭერ", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.  




 

big_banner
არქივი