logo_geo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ხავსიც კი არ აქვთ, რასაც შეიძლება, რომ მოეკიდონ
- +

2 ნოემბერი. 2020. 21:29

 

 

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია აზრს შეიცვლის, რადგან იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა კვლევა ცესკოს შედეგებს დაემთხვა, მანიპულაცია კი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რეიტინგებზე ხდებოდა, სხვა პარტიების კი ერთნაირი რეიტინგი - 0, 1, 2, 3 ან 4%, რაც ცესკოს მონაცემებშიც აისახა.

 

აქედან გამომდინარე. ხავსიც კი არ აქვთ, რასაც შეიძლება, რომ მოეკიდონ და ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ორთქლის გამოშვების მცდელობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი