logo_geo
დავით მაღრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სავსებით მოსალოდნელია, ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ
- +

3 ნოემბერი. 2020. 12:15

 

 

„ეს არის ძალა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ფეხზე წამოუდგა, დევნილები მზისგულზე დაასახლა და „გეტოში“ იცეკვა... ეს არის ძალა, რომელმაც, გონივრული ეჭვი მაქვს, დავით გარეჯი გაასხვისა, რაც ჩვენთვის არის თავზარდამცემი, თორემ მათთვის არავითარი ღირებულება არა აქვს, რადგან კერპთაყვანისმცემლები არიან. მათ სწამთ ერთი ძეგლი - ერთი ადამიანი, ის არის მათი დავითგარეჯიც, სვეტიცხოველიც, ალავერდიც“, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გამოცემა „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

მან არჩევნების შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებზე ისაუბრა. დავით მაღრაძის თქმით, სავსებით მოსალოდნელია, ამ ძალებმა სისხლიანი სკანდალები ატეხონ და თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეც წავიდნენ, - „ოცნებას“, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ოპონენტის შენარჩუნებას, მათი გასამართლება მოუწევს.

 

„ამის თქმის საფუძველი მაქვს: არც ისე დიდი ხნის წინ, მათ პარლამენტში შეჭრა დააპირეს და პოლიციელებზე ხელი აღმართეს, „გავრილოვის ღამეს“ ვგულისხმობ... ასე რომ, ამჯერად „ოცნებას“ მოუწევს, მისთვის სასურველ ოპონენტს შეელიოს და ოპონირებიდან საქმე სასამართლოში გადაიტანოს. მოკლედ რომ ვთქვა, მათი დასახელება საარჩევნო ბიულეტენში მიუღებელი და გაუგებარი იყო“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

 

big_banner
არქივი