logo_geo
დოდო გუგეშაშვილი: არ უნდა დავჩაჩანაკდე, ჩემს შვილს ეწყინება
- +

5 ნოემბერი. 2020. 00:11

 

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა მისი ბოლო ოპერაცია კავშირში 2018 წლის მომხდარ ტრაგედიასთან ასე უპასუხა :

 

 

„არა, ეს არ არის ამ ნასროლთან კავშირში, მაგრამ კავშირშია ამ ტრაგედიასთან, რომელმაც გამოიწვია ძალიან მძიმე რამ და გავიკეთე ოპერაცია. ზუსტად ვიცი, ჩემმა შვილმა მიმიყვანა იქამდე, რომ მკვლელი განსასჯელის სკამზე მეხილა. დარწმუნებული ვარ, ეს ქილერი ზაზა მურჯიკნელი და ჩემი შვილი იქამდეც მიმიყვანენ, რომ ვნახავ დასჯილს ამის დამკვეთებს.

 

ახლაც ჩართული ვარ ვეტერანების საკითხებში, ვცდილობ ჩემს შვილს არ ვატკინო და არ ვაწყენინო, ფეხზე უნდა ვიდგე, არ უნდა დავჩაჩანაკდე, რადგან ჩემს შვილს ეწყინება ჩემი დაჩაჩანაკება.“ - ამბობს გუგეშაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი