logo_geo
დოდო გუგეშაშვილი: როგორც ჩანს, შეკვეთა იყო ოჯახის ამოწყვეტაზე
- +

5 ნოემბერი. 2020. 01:14

 

ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა 2018 წლის თავდასხმა შეკვეთილი, დოდო გუგეშაშვილმა ასე უპასუხა :

 

 

„არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ თუ ვინმეს შურისძიება ამოძრავებდა, აქამდე მოახერხებდა, რადგან მე დავდიოდი ყველგან, ვმოძრაობდი ფეხით დღისითაც და ღამითაც. მიყვარს ფეხით სიარული და არასოდეს დავდიოდი შეიარაღებული. ამ დროს მე არა მხოლოდ შენახვის, ტარების უფლებაც მაქვს და ამდენი წლის განმავლობაში თუ რაიმე პირადი მტრობა იყო, ჩემი შვილი რასთან იყო კავშირში? როგორც ჩანს, შეკვეთა იყო ოჯახის ამოწყვეტაზე.

 

ყველა თავის გასავლელ გზას გადის, მე ეკალ-ბარდებით გასასვლელი გზა მქონდა, ზოგს ეკალ-ვარდებით, ზოგი კი მარტო ვარდებით გადის ამ გზას. როგორც ჩანს, ჩემი გასავლელი იყო ეს გზა, რომელიც არასოდეს ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი, სულ ეკალ-ბარდები იყო და ერთადერთ ნათელ წერტილში, რაც გამაჩნდა და რითაც ვსუდგმულობდი, დამარტყეს, ძალიან კარგი შვილი მყავს, ძალიან...“  - ამბობს დოდო გუგეშაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი