logo_geo
მარინა ენდელაძე: არ არის საჭირო, ყველა პაციენტი სტაციონარში მოთავსდეს
- +

6 ნოემბერი. 2020. 00:41

 

 

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის საჭირო, ყველა პაციენტი სტაციონარში მოთავსდეს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ უკვე ჰყავთ კარგად გადამზადებული ექიმები და ისინი პაციენტებს ზედამხედველობას გაუწევენ.

 

„უკევ ყველა ექიმი მზად არის იმისთივს, რომ კარგად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, რამდენად არიან ისინი რისკ-ჯგუფები, რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა, ექვემდებარებიან თუ არა ბინაზე დატოვებას. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის საჭირო, ყველა პაციენტი სტაციონარში მოთავსდეს. არიან უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებიც შეიძლება სამკურნალოდ სახლში დარჩნენ, თუ მათ არ აქვთ რაიმე სიტუციის დამძიმების რისკ-ფაქტორეი. ეს გამოვცადეთ, კარგა ხანია ბინაზე ვტოვებთ და არ ყოფილა რაიმე გართულებები“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

big_banner
არქივი