logo_geo
მირზა ხანიკაძე: გვყავდა 97 წლის კოვიდინფიცირებული, რომელიც კლინიკიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი გავწერეთ
- +

6 ნოემბერი. 2020. 01:03

 

 

„შემიძლია სიამაყით ვთქვათ, პროფესიული ეპიდემიოლოგების მიერ გათვლილი გვაქვს ყველა გადაადგილება, ყველა ნიუანსი და შიდა გავრცელება ჩვენს კლინიკაში არ გვქონია“, - ამის შესახებ აიპი „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„97 წლის პაციენტი, რომლესაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია,  ჯანმრთელი გაეწერა კლინიკიდან, რაც ჩვენი ექიმების დამსახურებაა.

 

ჩვენ რაოდენობრივად არ შევმცირებულვართ, ჩვენც გადავიტანეთ, განვიკურნეთ. მე მყავდა კლინიკაში რეანიმატოლოგი, რომელიც როგორც კი განიკურნა, ფაქტიურად ერთი ოთახიდან გადავიდა რეანიმაციაში, მორიგეობა გააგრძელა“, - განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

 

 

big_banner
არქივი