logo_geo
ეკა ქავთარაძე: მთავარია, ჰოსპიტალური საწოლის დაკავება მოხდეს მხოლოდ იმ პაციენტებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება
- +

6 ნოემბერი. 2020. 01:59

 

 

 

„ექიმის გამარჯვება თითოეული სიცოცხლე და არასდროს ჰოსპიტალის ექიმი პაციენტს უარს არ ეტყვის ჰოსპიტალიზაციაზე, თუ ეს მას სჭირდება. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ასე გვირჩევნია და ამ დროს მართლა ვისაც სჭირდება იმ ადამიანს არ მივცეთ ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე, არ იქნება სწორი“, - ამის შესახებ „ევექსის“ ჰოსპიტალების დირექტორის მოადგილემ, ეკა ქავთარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ძალიან ბევრი ითქვა მოქალაქეების თვითშეგნებასა და მობილიზებაზე და ერთ-ერთი მთავარი რაც არის, ჰოსპიტალური საწოლები დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. სწორედ საოჯახო მედიცინის ცენტრები და კოვიდსასტუმროები არის ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვას, რომ ყველა პაციენტს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისზე ზუსტად იმ მასშტაბით, რა მასშტაბის სამედიცინო მომსახურებაც ამ ადამიანებს სჭირდებათ. ასეთი მართვის მოდელი აირჩია ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ძალიან ბევრი ექსპერტი ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულზევე საუბრობდა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვის აუცილებლობა დადგებოდა, რაც მოხდა და მეტიც, შუალედური რგოლი ჰოსპიტალსა და პირველად ჯანდაცვის ობიექტების, რაც კოვიდსასტუმროების სახითაა წარმოდგენილი სწორედ იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც სახლში არ აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება, ან შიშისა თუ ექიმის გადაწყვეტილებით, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

 

 ახლა ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგზეც გავალთ, მთავარია, ჰოსპიტალური საწოლის დაკავება მოხდეს მხოლოდ იმ პაციენტებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

 

 კოვიდსასტუმროები ნამდვილად ამართლებს იმ კონტიგენტისთვის, რომელ კონტიგენტზეც ახლა ვსაუბრობთ. ექიმის გამარჯვება თითოეული სიცოცხლე და არასდროს ჰოსპიტალის ექიმი პაციენტს უარს არ ეტყვის ჰოსპიტალიზაციაზე, თუ ეს მას სჭირდება. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ასე გვირჩევნია და ამ დროს მართლა ვისაც სჭირდება იმ ადამიანს არ მივცეთ ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე, არ იქნება სწორი“, - განაცხადა ეკა ქავთარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი