logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: ბიძის და დისშვილის დუეტი, მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ანასხლეტების სახეა
- +

6 ნოემბერი. 2020. 22:37

 

 

„ეს ვიდეო ყოველდღე უნდა ატრიალო და ანახო საზოგადოებას. ბიძის და დისშვილის დუეტი, ალასანიას ეს უტიფარი ტონი,  არის სახე მთელი „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა „Post tv” - ის ეთერში თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს ვიდეო ყოველდღე უნდა ატრიალო და ანახო საზოგადოებას. ბიძის და დის შვილის დუეტი, ალასანიას ეს უტიფარი ტონი,  არის სახე მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან გათანაბრებული, მათი ანასხლეტების, ყველა იმ პოლიტიკური ძალის სახე, რომლებიც დღეს, მინიმუმ სააკაშვილს ელაპარაკებიან პოზიტივზე და გაერთიანებაზე. აბსოლიტურად  ყველა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელება.

 

უბედურებაა, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე სცემს, ხელს ურტყამს პოლიციელს, როდესაც გრიგოლ ვაშაძე, კგბ-ს გამოწვრთნილი,  ურტყამს სპეცრაზმელს და უდუმაშვილს გაყავს. ამის შემდეგ, ესენი მორალზე მელაპარაკებიან“, - აცხადებს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი