logo_geo
მანანა კობახიძე: ჩვენი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების დაძლევაა
- +

15 ნოემბერი. 2016. 18:27


„ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" „ქართული ოცნების" წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დანახარჯები უნდა შემცირდეს, ეკონომიკური გარემო კი უნდა გაჯანსაღდეს. 


„მოსახლეობა გრძნობს, რომ არის პრობლემები და ეს მათ ჯიბეზე აისახება. მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პარალელურად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი უნდა მივიღოთ. აუცილებლად უნდა შემცირდეს დანახარჯები და მოხდეს გარკვეული ტიპის ოპტიმიზაცია, ხელი უნდა შეეწყოს ექსპორტს, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის გაჯანსაღებას.

 

რა თქმა უნდა, ქუმსიშვილი ამ საკითხებზე ისაუბრებს. გუნდს აქვს გეგმა და ვფიქრობ, პრობლემები დაიძლევა. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ეკონომიკურ პრობლემებს მივხედოთ და ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა უზრუნველვყოთ", - აცხადებს კობახიძე.





 

big_banner
არქივი