logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: სპეციალისტების პროგნოზით, კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს იქნება
- +

14 ნოემბერი. 2020. 00:28

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის პიკს საქართველოში ნოემბრის ბოლოს ვარაუდობენ. მისივე თქმით, ამ დროისთვის, კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები სავარაუდოდ,  4000-ს მიაღწევს.

 

„პიკი როდის იქნება, ამაზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები: დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელთაც აქვთ სპეციალური ფორმულები, პრინციპები და მიდგომები. ისინი ამბობენ, რომ პიკი იქნება ნოემბრის ბოლოს.

 

დღესაც კლინიკური სექტორი მუშაობს უკვე გადაძაბვით. თქვენ ხედავთ ამას. ვიღაცასთან სასწრაფო აგვიანებს, ვიღაცას ტესტი უგვიანდება. ამას განგებ არავინ აკეთებს, გადაიძაბა სისტემა. თუმცა, ნახეთ, რა ხდება უცხოეთში. კორონავირუსის მეორე ტალღამ პრობლემები ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებსაც შეუქმნა. ადამიანები ხშირად სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩებიან“,- აღნიშნა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი