logo_geo
თამარ გაბუნია: ვაქცინასთან დაკავშირებით, საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებია
- +

16 ნოემბერი. 2020. 21:23

 

 

„ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომელიც მიიღებს მას", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

 

,,ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებია. ბოლო პერიოდში რამდენიმე საკმაოდ კარგი შედეგი გაჟღერდა სხვადასხვა მკვლევარების ჯგუფის მიერ წარმოებულ ვაქცინებთან მიმართებაში.

 

საქართველო უკვე შეუერთდა კოვაქსის გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც არის იმ მიზნით შექმნილი, რომ ქვეყნებმა ვაქცინა მიიღონ როგორც კი იქნება და ვაქცინის გადანაწილება ქვეყნებს შორის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი.

 

ჩვენ 20%-ზე გვაქვს შეკვეთა გაკეთებული. ეს არის, პირველ ეტაპზე, ის მაქსიმალური რაოდენობა დოზების, რაც ქვეყანამ შეიძლება მიიღოს. თანხის ნაწილი უკვე გადახდილია.

 

ამდენად, ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომელიც მიიღებს მას. დღეს უკვე აქტიური შეთანხმებები ტარდება ლოჯისტიკის ჯაჭვთან და იმ პრიორიტეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით, ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა პირველ რიგში, რათა გვქონდეს ყველაზე ოპტიმალური შედეგები ვაქცინაციის ფონზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი