logo_geo
გიორგი ფხაკაძე: ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ნუ იქნებით ძალიან გახარებული...
- +

16 ნოემბერი. 2020. 23:20

 

,,ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ნუ იქნებით ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხეთ და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

მან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართა.

 

„ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, თუმცა, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩაწყნდარდება, გირჩევთ, მთლიანი ორგანიზმის გამოკვლევა ჩაიტაროთ.

 

სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი მოვლენები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მეხსიერებასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე. ასევე, გულსისძარღვთა სისტემების პრობლემები", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი