logo_geo
ალექსანდრე გოგინავა: კორონავირუსი ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:45

 

 

თავიდან იყო მოსაზრება, რომ COVID-19 ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება, თუმცა, ეს არ დადასტურდა. დაავადება ბავშვებშიც ისევე ვრცელდება, როგორც ზრდასრულებში. ბავშვებს COVID-19 ნამდვილად მსუბუქად გადააქვთ. ამას ჩვენი და მსოფლიო პრაქტიკაც გვიჩვენებს. საბედნიეროდ, ბავშვებში ბევრად ნაკლებია გართულებები, ვიდრე მოზრდილებში“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ,,რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

 

„არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თითქოს ბავშვები ნაკლებად გადამდებნი არიან, ვიდრე ზრდასრულები, ეს პირობითია, იმიტომ, რომ ბავშვებიც გადამდები არიან. ჩვენ გვქონია შემთხვევები, ბოლო პერიოდში, როდესაც ბავშვი სკოლაში დაინფიცირდა და შემდეგ დაავადება გადასდო ოჯახის წევრებს.

 

ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს კოვიდი, მაგრამ მათ ოჯახში ჰყავთ დედა, მამა, ბებია-ბაბუები. მათთან შეიძლება დაავადება წავიდეს მძიმედ“, - აღნშნა  გოგინავამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი