logo_geo
შალვა ამონაშვილი: მასწავლებელი ჯერ უნდა მოესიყვარულოს ბავშვს ეკრანიდან, რაღაც კარგი უთხრას, დაარიგოს და მერე ასწავლოს
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:06

 

 

როგორ დავაინტერესოთ სწავლით ბავშვი დისტანციურ პირობებში – ონლაინსწავლებასა და ზოგადად, სასწავლო პროცესზე პანდემიის გავლენაზე პედაგოგმა, ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიაში ისაუბრა.

 

„სამწუხაროდ, მასწავლებლებმა ყველაფერი კარგად ვერ გაიაზრეს. დისტანციური გაკვეთილები მიჰყავთ ჩვეულებრივი წესით, კიდევ უფრო მოწყენილი ხდება ეს გაკვეთილები.

 

ხანდახან ბავშვები მიჯაჭვულები არიან ეკრანს, რატომ არ შეიძლება ასეთი სახალისო გავუხადოთ ჩვენს შვილებს ურთიერთობა დისტანციურად?

 

ჯერ ერთი, მასწავლებელი უნდა მოესიყვარულოს ბავშვს ეკრანიდან. პირდაპირ კი არ დაუწყოს - აბა, დავალება როგორ შეასრულა თუ არა, როგორც მე მივხვდი, ამას აკეთებენ მასწავლებლები.

 

მოესიყვარულოს, კაცო, რაღაც კარგი უთხრას, დაარიგოს, დღე როგორ ააგოს ან როგორ ილოცოს, ან რა გულით იაროს ეზო-ყურეში, როგორ შეხვდეს მშობლებს და მერე ასწავლოს მათემატიკა, კითხვა, წერა თუ სხვა ამოცანები. მგონი, ეს შესაძლებელი არის და ზოგიერთი მასწავლებელი ამას აკეთებს“, – განაცხადა შალვა ამონაშვილმა.

 

 

წყარო: საპატრიარქოს ტელევიზია

 

 

big_banner
არქივი