logo_geo
ქეთი ვადაჭკორია: გიორგი შალვაშვილმა რამდენიმე დღის წინ ზურას შესახებ ისეთი სტატია დაწერა, რომ წავიკითხე, გაოგნებული ვიყავი
- +

20 ნოემბერი. 2020. 01:19

 

 

„არის ასეთი მომღერალი და რეჟისორი გიორგი შალვაშვილი, მართალი რომ გითხრათ, ის და ზურა დიდი ძმაკაცები არ ყოფილან, მაგრამ ამ ადამიანმა რამდენიმე დღის წინ ზურას შესახებ ისეთი სტატია დაწერა, რომ წავიკითხე, გაოგნებული ვიყავი”, - ამის შესახებ ქეთი ვადაჭკორიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - დაეხმარა თუ არა საზოგადოება ზურა დოიჯაშვილს.

 

ჩემთვის უცხო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სახელითა და გვარდით ვიცნობდი, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გულთან, მეგობრები ნამდვილად კითხულობენ ზურას, მათ შორის დათო ლოლიაშვილი, რომელიც ძალიან მეხმარება მორალურად თუ ეკონომიურად. ებრაელი გოგონების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი, ძალიან ბევრჯერ შემომთავაზეს, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეო, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვიცი ეს ზურას არ მოეწონებოდა, მე გავაგზავნე წერილი „ქართუ ფონდში“, იქ არც ანგარიშის ნომერი მიმითითებია და არც ფული მიხსენებია, მაგრამ პასუხიც კი არ მიმიღია. რამდენიმე წერილი იმ ბიზნესმენებსაც გავუგზავნე, ზურას რომ ძმას ეძახდნენ, არც მათგან მიმიღია პასუხი. ვერავის დავავალდებულებ დამეხმაროს, მაგრამ როცა ადამიანი ასეთ ამბავს გიყვება კაცზე, რომელსაც ძმას ეძახდი და პასუხის ღირსადაც არ ჩათვლი, არ ვიცი ამას რა ჰქვია.“ -თქვა ქეთი ვადაჭკორიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი