logo_geo
ამირან გამყრელიძე: გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ იქნება, მაგრამ სრულ „ლოკდაუნზე“ საუბარი არ არის
- +

20 ნოემბერი. 2020. 03:04

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ  საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაფართოვდება, თუმცა ქვეყანაში სრული „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

 

,,რა თქმა უნდა, გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებები კიდევ იქნება - გაფართოვდება, მაგრამ სრულ ,,ლოკდაუნზე" საუბარი არ არის. გაზაფხულზე მკაცრ ლოკდაუნს მიმართა ზოგიერთმა ქვეყანამ. ჩვენთან ძალიან მკაცრი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ,,ლოკდაუნი" გვქონდა. ამ მასშტაბის, დიდი ალბათობით არ იქნება. მაგრამ, წერტილოვანს რასაც ვეძახით, იმის გაფართოება ნამდვილად აუცილებელია და ნამდვილად უნდა იყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,TV პირველის" ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი