logo_geo
რატომ შეიცვალა თავდაპირველი როლი თაკო ცქვიტინიძემ სერიალ „ქიმიაში“
- +

20 ნოემბერი. 2020. 19:09

 

 

 თუ რატომ შეიცვალა თავდაპირველი როლი თაკო ცქვიტინიძემ სერიალ „ქიმიაში“, ამის შესახებ „გზასთან“  ინტერვიუში ისაუბრა.

 

სერიალში კასტინგის მერე მოვხვდი, თავდაპირველად სხვა პერსონაჟს ვასახიერებდი, საპილოტე სერია საინტერესო გამოვიდა. ჩემმა შესრულებულმა როლმა სცენარისტებს პერსონაჟის შეცვლის საშუალებაც მისცა – „გადათამაშება“ მოხდა. შემდეგ პანდემიის გამო, გადაღება შევწყვიტეთ... სიტუაციის შემსუბუქების მერე, მუშაობა განახლდა. „დედაჩემის“ როლს უსაყვარლესი მსახიობი – ქალბატონი ქეთევან შერვაშიძე ასრულებს. ის თეატრის სცენაზეც ჩემთან ერთად თამაშობს. მასთან პარტნიორობა, ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. თან, ვმეგობრობთ, ქალბატონი ქეთი მიყვარს, გამიხარდა, მისი შვილის როლი რომ უნდა შემესრულებინა. ჩემი პერსონაჟის შესახებ ვერ ვიტყვი, – კარგი გოგოა-მეთქი თავისი უცნაურობებით. ამბიციებით, ცოტათი გადაპრანჭული და ენამწარეა. ასეთი თვისებები ჩემს პიროვნებას არ შეესაბამება. რამდენიმე ეპიზოდის გადაღებისას, პროტესტის გრძნობაც კი გამიჩნდა, – ეს როგორ უნდა ვთქვა-მეთქი?! შემდეგ გამოჩნდება, რომ ასეთი ცუდიც არ არის (იღიმის)... გადაღება, სხვადასხვა თეატრის მსახიობებთან კონტაქტი ნამდვილად საინტერესო და სახალისოც კია. გამოცდილებაც მივიღე, სერიალზე მართლა ფანტასტიკური გუნდი მუშაობს...“ - ამბობს ცქვიტინიძე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი