logo_geo
ლევან დოლიძე: სტალინის ქალიშვილს ბერიას ვაჟი უყვარდა!
- +

20 ნოემბერი. 2020. 21:32

 

 

საქართველოს გენერალიტეტის მემატიანე, მწერალი და პუბლიცისტი ლევან დოლიძე საბჭოთა კავშირის მარშლის ლავრენტი ბერიას ოჯახზე „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

„14 წლის სერგო ბერია ულამაზესი ჭაბუკი იყო, გოგონებშიც ძალიან პოპულარული გახლდათ და გამოირჩეოდა როგორც ზრდილობით, ისე აკადემიური მოსწრებითა და საუცხოო ევროპული მანერებით. გერმანელი გუვერნანტის წყალობით, რომელიც ბერიების ოჯახმა თბილისიდან მოსკოვში გადმოიყვანა, სერგომ ბრწყინვალედ იცოდა გერმანული და მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა... ამ სკოლაში სწავლობდნენ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა, რომელიც სერგოზე ორი წლით უმცროსი იყო, მაქსიმ გორკის შვილიშვილი, ულამაზესი მარფა და ანასტას მიქოიანის შვილები. სვეტლანამ – სტალინის ქალიშვილმა, რომელიც თავიდანვე ძალიან ცხელსისხლიანი გოგონა იყო, სერგო ბერიას თვალი თავიდანვე დაადგა და მოსვენებას არ აძლევდა. სვეტლანამ სერგო ჯერ კიდევ გაგრაში ყოფნის დროს გაიცნო, სადაც სერგო და ნინა გეგეჭკორი ერთად ისვენებდნენ. მაშინ სვეტლანა აფხაზეთში მამასთან ერთად ჩამოვიდა. მოკლედ, 1938 წელს სერგო რომ მოსკოვში გადავიდა, სვეტლანას ის უკვე იცნობდა. ერთი სიტყვით, სტალინის ქალიშვილს ბერიას ვაჟი უყვარდა! სვეტლანა კი არა, ულამაზეს და უჭკვიანეს სერგო ბერიაზე მთელი სკოლის ულამაზესი გოგონები იყვნენ შეყვარებული. რაც ყველაზე მთავარია, სერგო ბერია იყო საოცრად გულადი და პატრიოტი ახალგაზრდა. ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით, რომ 1941 წელს ის ფრონტზე გაიპარა და ბერიას დაზვერვამ მაშინვე შინ დააბრუნა. ნინამ და ლავრენტიმ შვილს საქციელი მოუწონეს – როცა შენი ტოლები იბრძვიან, დედის კალთას არ უნდა ამოეფაროო! ომი სულ ახალი დაწყებული იყო, როცა 1941 წლის ივლისში, საკუთრივ გერმანიის ტერიტორიაზე, პომერანიაში, იგეგმებოდა თავდასხმა პენემიუნდეს უდიდეს სარაკეტო ბაზაზე, სადაც მუშაობდა ფონ ბრაუნი... მედესანტეთა შორის“, - განაცხადა დოლიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი