logo_geo
თაკო ცქვიტინიძე: თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები თავს ცუდად ვგრძნობთ
- +

20 ნოემბერი. 2020. 22:51

 

როგორ გრძნობს თავს მსახიობი თაკო ცქვიტინიძე  თეატრის გარეშე - საკითხზე მან  ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა:

 

 

„არა მხოლოდ მე, არამედ მთელი თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები თავს ცუდად ვგრძნობთ. მოუთმენლად ველით სცენაზე გასვლის სამზადისს როდის დავიწყებთ. არაერთი პროექტი გვქონდა, თეატრის შენობის გარეთ. სპექტაკლში ბევრჯერ ვითამაშეთ, მაგრამ შენობაში შესვლა, ჩვეულ რიტმში დაბრუნება ძალიან გვინდა. მაყურებლებისგან ესემესები მივიღეთ, ისე ვართ მონატრებული, რომ მგონი ყველა სპექტაკლს ვნახავთო. “ - თქვა თაკო ცქვიტინიძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი