logo_geo
თაკო ცქვიტინიძე: როცა ანალიზის პასუხს ელოდები, გულის სიღრმეში მაინც გაგკრავს – იქნებ, პასუხი დადებითია…
- +

21 ნოემბერი. 2020. 02:48

 

 

 

მსახიობი თაკო ცქვიტინიძე „გზასთან“ ინტერვიუში, ჯანმრთელობის შემოწმებისას არსებულ ემოციურ ფონზე საუბრობს.

 

„ადამიანის ბუნება ასეთია, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე არ ნერვიულობს, როცა ანალიზის პასუხს ელოდები, გულის სიღრმეში მაინც გაგკრავს – იქნებ, პასუხი დადებითიაო? ალბათ, არ არსებობს ვინმე, ვისაც ამაზე არ უფიქრია. დავუშვათ, დაავადება მეც მაქვს, როგორი რეაქცია მექნებაო? ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ერთ ამბავს გავიხსენებ, როდესაც სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“ ხატიას როლს ვასრულებდი. ერთ–ერთ რეპეტიციაზე გადავწყვიტე, თვალი არ გამეხილა – მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება დამეუფლებოდა... რაღაცნაირად, ნერვები მომეშალა. გულწრფელად გითხრათ, დავიბოღმე, რადგან ზუსტად იმ ეპიზოდს „გავდიოდით“, როცა ხატიას თანაკლასელები გაკვეთილზე „მაიმუნობენ“, იცინიან... ამას ვერ ვხედავდი და განვიცადე...

 

სერიალში კომიკური სიტუაციაცაა: ერთ–ერთი პერსონაჟი ამბობს, ჩემი დიაგნოზის გაგებისას, პირველი რაც ვიფიქრე – რემონტის გაკეთება მომინდაო... თუ დავფიქრდებით, მწარე, გულდასაწყვეტ რამეს ამბობს, მაგრამ ეს დრამატიზებული არ არის, რაც ამ სერიალში ყველაზე მეტად მომწონს“, -ამბობს თაკო ცქვიტინიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი