უდიდესი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, როგორც მისი ქალიშვილის დღიურებში ვკითხულობთ, მუდმივად კრიტიკულად აფასებდა სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებას, თურმე სულ ამბობდა:
„რა უნიჭო გოგო მყავს, რა არის ეს? რისთვის მომეზღო? “, მაგრამ ერთხელ როდესაც მათ სახლში მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა, ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა :
„მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე – მე!“