logo_geo
სოფიკო ჭიაურელი: შვილი რომ საავადმყოფოდან გამოვიყვანე, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერი ვიყავი
- +

21 ნოემბერი. 2020. 18:02

 

 

ჟურნალი თბილისელები, სოფიკო ჭიაურელის დღიურებიდან პატარა ამონარიდს აქვეყნებს, რომელიც მისი შვილს ნიკუშა შენგელაიას უკავშირდება.

 

„ბედნიერება.... ეს ძალიან ხანმოკლე გრძნობაა, ფეხსაცმელი რომ გიჭერს, შინ მიხვალ და გაიხდი, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მაგრამ არის სხვაგვარი ბედნიერებაც... რემონტს ვაკეთებდი სახლში, საქმეებში ვიყავი ჩაფლული და უცბად ოთახში თავით ფეხამდე გასისხლიანებული ჩემი შვილი შემოვიდა, დედა, „გრუზავიკი“ დამეჯახაო თქვა და წაიქცა...

 

კარგად რომ გახდა, მერე დავფიქრდი: ღმერთო, რა სულელი ვიყავი, რაზე ვშფოთავდი, რატომ ვახარჯავდი ნერვებს მუშებთან კამათს-მეთქი. შვილი რომ საავადმყოფოდან გამოვიყვანე, მაშინ მივხვდი, რა ბედნიერი ვიყავი.“ - თქვა სოფიკო ჭიაურელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი