logo_geo
სოფიკო ჭიაურელი: რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო
- +

21 ნოემბერი. 2020. 19:47

 

 

სოფიკო ჭიაურელი, ფილმ „მონანიების“ შესახებ მის დღიურებში წერდა:

 

„როცა თენგიზ აბულაძე მონანიებას იღებდა, უნდოდა, რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისკენ მიმავალ გზას ეძებდეს, მე მეთამაშა. ის ფიქრობდა, რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა. მახსოვს, დამირეკა და მითხრა: სოფიკო, ასე ვფიქრობ და მოდი, მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშაოთ, რომ შენ რაღაცნაირად დაგაბეროთო. მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, რად გინდა ახლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არაესთეტიკური ამაში. რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოსო. მე ვუთხარი, მე ვაკადრებ, მე ვეტყვი–მეთქი. მართლაც ვუთხარი ვერიკოს: დედა, აქვე გადაგიღებენ, ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ-მეთქი და დავითანხმე. შედგა გადაღება და მგონია, რომ „მონანიებიდან“ ერთ-ერეთი საუკეთესო ეპიზოდია“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი