logo_geo
გიორგი ფხაკაძის აზრით, ხსნა ლოქდაუნშია
- +

23 ნოემბერი. 2020. 16:24

 

 

პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ „კვირის-პალიტრასთან“ ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ მიაჩნია ლოქდაუნის გამოცხადება სწორად.

 

 

„ვფიქრობ, რამდენი ადამიანია ინფიცირებული, ამ სტატისტიკამ დაკარგა აზრი. როცა ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 3000–ს გადასცდა, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში დათვლას მნიშვნელობა აღარ აქვს. ფოკუსირება უნდა იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. საწოლების რაოდენობა ქალაქების, რეგიონების მასშტაბით და სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ეს ორი ინდიკატორი ცხადყოფს, რა მდგომარეობაშიც ვართ. ახლა „შუქნიშანი“ უნდა ჩავრთოთ – იქ, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50%, არის მწვანე ზონა, სადაც დაკავებულია რეანიმაციული საწოლების 50-დან 75%-მდე, ეს ყვითელი ზონაა და უკვე გამკაცრებული ზომებია მისაღები, თუ საწოლების დატვირთვამ 75%–ს გადააჭარბა, ის ზონა უნდა ჩაიკეტოს. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ მარტო „კოვიდისგან“ არ არის გარდაცვალების ინდიკატორი. ის რომ პაციენტს აქვს გულის შეტევა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროზე არ მოდის, რომ ადამიანს ოპერაცია სჭირდება და არ არის შესაბამისი რეანიმაციული განყოფილება, ნიშნავს, რომ შესაძლოა პაციენტი არ გარდაცვლილა უშუალოდ „კოვიდისგან“, არამედ გარდაიცვალა „კოვიდით“ შექმნილი სიტუაციის გამო. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ კოვიდისგან დატვირთულმა სამედიცინო დაწესებულებამ ვერ მისცა საშუალება, დახმარებოდა იმ ადამიანს, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და ის გარდაიცვალა. შესაბამისად, უნდა შევცვალოთ ის ძველი მეთოდები, რომლებითაც ეპიდემიას ვმართავდით. ამჟამად ეპიდემიას ვმართავთ ისე, როგორც პირველი ტალღის დროს, როცა ყოველდღიურად 10-20 შემთხვეა გვქონდა. ეპიდემიის მართვის სადავე გაგვექცა. ამიტომაც აუცილებელია მკაცრი ზომები“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი