logo_geo
ლევან რატიანი: ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავა
- +

23 ნოემბერი. 2020. 22:29

 

 

თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩებით, - ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, თუ გავერთიანდებით, ქვეყანა გადარჩება.

 

„მე ვარ ექიმი, არ მაინტერესებს არავითარი პოლიტიკური შეხედულებები, ჩემთვის ცხოვრების დევიზი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეწია დახმარება. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე, როდესაც გირეკავენ და პაციენტს ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია.

 

ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი