logo_geo
ინგა მამუჩიშვილი: პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ წარმატება გვქონდა, მაგრამ არ უნდა მივცემოდით ტკბობას
- +

24 ნოემბერი. 2020. 21:06

 

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა  ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა.

 

ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ჰოსპიტალური სექტორი, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, 112, კოვიდ სასტუმროები. ძალიან ბევრი კოვიდინფივირებული ექიმიც გვყავს და ხშირ შემთხვევაში, კოვიდინციფირებული ექიმები კოვიდინციფირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

 

ძლიერი სამედიცინო სისტემის მქონე ქვეყნებშიც უმძიმესი მდგომარეობაა. როცა ჩვენ პირველი ლოკდაუნის შემდეგ გვქონდა წარმატება, არ უნდა მივცემოდით ტკბობას და არ უნდა გვეთქვა, რომ კოვიდი დავამარცხეთ.

 

იცით, როგორი ძნელია, როდესაც პაციენტი გესაუბრება და ხმით გრძნობ, რომ მას აქვს ქოშინი, ვერ სუნთქავს, გეუბნება, რომ აქვს გულმკერდის არეში ტკვილი, გიგზავნის სურათს და იქ გამოხატულია ციანოზი. შენ კი ასეთ პაციენტს ვერ ეხმარები“-  განაცხადა მამუჩიშვილმა  „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი