logo_geo
ლევან რატიანი: ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ ვერ მიიღებენ
- +

24 ნოემბერი. 2020. 23:07

 

"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი, ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ვერ მიიღებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა,"- ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,  ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.  

 

კითხვაზე, რა მოხდება, თუ ამ მომენტში  მძიმე პაციენტები მიაკითხავენ მის კლინიკას, რატიანმა განაცხადა რომ ეს კოლაფსს გამოიწვევს:

 

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს," - განაცხადა რატიანმა.

 

 

big_banner
არქივი