logo_geo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე: საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება
- +

25 ნოემბერი. 2020. 19:09

 

 

როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, შეუწყდება თუ არა პარტიებს დაფინანსება, პარლამენტის გადასაწყვეტია, თუმცა, საკითხზე მსჯელობა აუცილებლად იქნება.

 

„პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისათვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსების გამოყენებით წარმართონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი