„მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართმევს თავს“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის“ ეთერში.
„ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი, -
სავარაუდოდ ჰოსპიტალიზაციის მკაცრი კრიტერიუმები დაიდება უახლოეს დღეებში. ეს არის დაავადება, რომელიც უნდა მართოს ექიმმა. აქედან გამომდინარე, კრახით დამთავრდება, თუ საველე პროცესში თუ გადაერთო ქვეყანა“- აღნიშნა ლევან რატიანმა.