logo_geo
შოთა არველაძე: პირდაპირ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს
- +

26 ნოემბერი. 2020. 15:10

 

 

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ სურს.

 

„პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მინდა. ამას თავისი ახსნა გააჩნია – არ მინდა და რა ვქნა. ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს დრო, რომ კანდიდატი კარგად შეარჩიოს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ.

 

47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპაში იწვევენ:

 

„მიმაჩნია, რომ ტაშკენტის „ფახთაკორში“ გატარებულ 3 წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე და უკეთესი მწვრთნელი გავხდი. მინდა, რომ „ბარსელონამ“ დამიძახოს, მაგრამ არ მიწვევს. მქონდა მიწვევები ჰოლანდიასა და თურქეთში – თურქეთში სულ მიწვევენ. მაგრამ „ტრაბზონზე“ უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ვერ დალაგდნენ და სულ არეულობაა. გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა. თუმცა, შემოთავაზებისას ათასი წვრილმანია გასათვალისწინებელი“, - განაცხადა შოთა არველაძემ. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი