logo_geo
გიორგი ფხაკაძე: ვაქცინაციას პირველად დიდი ქვეყნები დაიწყებენ - ჩვენამდე უკვე აპრობირებული, კარგი ვაქცინა მოვა
- +

27 ნოემბერი. 2020. 03:07

 

 

პირველი ვაქცინა ძალიან რთული იქნება და ვინაიდან ყველა ქვეყანაში საგანგებო თანხმობას მიიღებენ, ეს საქართველოსთვის კარგი შედეგია, რადგან ბოლო მონაცემების დამუშავებას მინიმუმ, მარტამდე პერიოდი სჭირდება, რომ კვლევები, რაც გაკეთებული აქვთ, ყველა კვლევის ანალიზი კარგად, დალაგებულად მოვიდეს წესრიგში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„მდიდარი ქვეყნები ამის ტესტირებას თავის თავზე გააკეთებენ და ჩვენამდე მოვა ასე ვთქვათ, უკვე აპრობირებული, კარგი ვაქცინა. იმიტომ, რომ ჩვენ რიგში არ ვართ. რიგში კი ვართ, მაგრამ ალბათ ბოლოდან მესამე, რიგი კი ძალიან დიდია, რადგან 200 ქვეყანა ელოდება. ეს ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რადგან ჩვენთან უფრო მოწესრიგებული ინფორმაცია მოვა და დარწმუნებული ვარ, რაც საქართველოში ეფექტური იქნება“, – დასძინა ფხაკაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი