logo_geo
პაატა იმნაძე: ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა, ყველაფერს გავუძლებთ
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:00

 

 

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყულია, კორონა არაფერი არ არის, გრიპია, მსუბუქია და ა.შ. რატომღაც, მგონია, რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ელემენტარულად, დივერსიას ეწევიან. ეს ადამიანები იმისკენ არიან მომართული, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მაგრამ ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

კითხვაზე, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ლაბორატორიის პასუხები ცდება და ადამიანებს კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მოსდით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ ჰქონდათ ვირუსი, პაატა იმნაძე ასე პასუხობს:

 

„შეცდომა ყოველთვის შეიძლება, მოხდეს, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ხოლმე. ძირითადად, ძალიან დიდი ალბათობით, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება, ნაცხიც არ იყოს სწორად აღებული, სპეციალისტი ღრმად არ შევიდეს ცხვირის ღრუში და სხვა. ეს შესაძლებელია, მოხდეს, მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როდესაც დღეში 5 000 შემთხვევაა, ერთი ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს. ჩვენც აღმოგვიჩენია ასეთი შემთხვევები, როცა 120 000 შემთხვევიდან პასუხები არ იყო ხოლმე სწორი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს დროულად გადამოწმდეს. ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანი მართლა იყოს ავად და რამდენი ანალიზიც არ უნდა გააკეთო, მაინც უარყოფითი მოგცეს, მაგრამ ეს ისეთი გამონაკლისებია, რომ ამინდს ვერ ცვლიან“, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი