logo_geo
პაატა იმნაძე: ვისაც კორონავირუსის არ სჯერა, გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:58

 

 

ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმაპურს გამოიმუშავებენ. ძალიან მძიმეა ეს. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციები გვაქვს და გაცილებით უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებს ვითხოვთ, მაგრამ არის მეორე მხრივ, რა შეუძლია ქვეყანას, რას გაუძლებს. ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებული, მათაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშუალება უნდა მისცე. ძალიან მძიმეა გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს. ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ერთი, გრიპი გამახსენოს ვინმემ და თქვას, ხომ ქვეყნდება ხოლმე გრიპისგანაც სტატისტიკა, გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი